პროდუქტის შესახებ
დასახელება - როვასტატ დუო / Rovastat Duo
როვასტატ დუო არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინის) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ ქოლესტერინის) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასევე, ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- გაქვთ თირკმელების დაავადება.
- გაქვთ ღვიძლის დაავადება.
გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში,კუნთების დაავადებები პირადად ან ოჯახურ ანამნეზში ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.- ხართ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა.
- იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ.
- ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.
- გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.
- იღებთ სხვა მედიკამენტებს, სახელწოდებით ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად. იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.
- რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
- დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).- ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა).
- იღებთ ან მიიღეთ პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით, ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდიუმის მჟავისა და როვასტატ დუოს კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).
თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ არ ხართ დარწმუნებული): როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციური სინჯები) როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.
მიღება : ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
46241
ჯენერიკი
როზუვასტატინი+ეზეტიმიბი