50მგ ტაბლეტი #24 (2 ბლისტერი; 12 ტაბლეტი ბლისტერზე) თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 50მგ კლომიფენის ციტრატი დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰირდატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები ანტიესტროგენული პრეპარატი არასტეროიდული სტრუქტურით. იწვევს ოვულაციის სტიმულირებას; აბლოკირებს ჰიპოთალამუსსა და საკვერცხეებში ლოკალიზებულ ესტროგენულ რეცეპტორებს და უკუკავსირის მეშვეობით აძლიერებს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციას, კერძოდ მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას.
ფარმაკოკინეტიკა შიგნით მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კლოფიტის მიღებიდან 5 დღის შემდეგ მიღებული დოზის კუმულაციური გამოყოფა 50%-ია (შარდით 7,8%, ფეკალური მასებით 42,4%), მკურნალობის 31-51 დღეებში შარდითა და ფეკალურ მასებით ყოველდღიურად გამოიყოფა კლოფიტის დოზის 1%-ზე ნაკლები.
ჩვენებები ოვულაციის სტიმულაცია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით გამოწვეული საკვერცხის მეორადი ჰიპოფუნქციით გამოწვეული უნაყოფობა.
მიღების წესები და დოზები ინიშნება 50მგ ერთჯერ დღეში (ჭამის შემდეგ). კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს (მენსრტუალური ციკლის მე-5-დან მე-9 დღის ჩათვლით). მოსალოდნელი ეფექტის არ არსებობისას პირველი კურსის ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ ინიშნება განმეორებითი 5 დღიანი კურსი 100მგ (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღეში. ერთი ციკლის ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 750მგ-ს.
გვერდითი მოვლენები საკვერცხეები და ენდოკრინული სტატუსი: საკვერცხის დროებითი გადიდება, რომელსაც თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში, სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა, სახის “წამოხურება”. მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დროებითი დარღვევა გაბუნდოვნების სახით. ღვიძლის მხრივ: ბრომსულფალეინის გამოყოფის შემცირება. დერმატოლოგიური რეაქციები: ალერგიული დერმატიტის სხვა: დისპეფსია, თავის ტკივილი
უკუჩვენება -დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან; -საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის კიბო; -ორსულობის დადგომის უკუჩვენება; -ორსულობა; -საკვერცხის პირველადი დისფუნქცია; -საკვერცხის კისტა (პოლიკისტოზის გარდა), ენდომეტრიოზი; -ჰიპერპროლაქტინემიის ფონზე განვითარებული საკვერცხის უკმარისობა; -ღვიძლის დაავადებები და დისფუნქცია; -პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
შენახვის პირობები და ვადები ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)