სოლიდაგორენი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
სოლიდაგორენი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

სოლიდაგორენი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

გერმანია

დოქტორ გუსტავ კლეინი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - solidaginis herba+anserinae+equiseti
აღწერა
ხშირად შარდგამომყოფი სისტემის ანთებას ხალხი შარდის ბუშტის ანთებას უწოდებენ. მკურნალობის გარეშე შეიძლება მართლაც განვითარდეს შარდის ბუშტის ანთება და ინფექცია გავრცელდეს თირკმელებამდეც. მამაკაცებში ცისტიტი წარმოადგენს იშვიათობას, ხშირად ავადდებიან ქალები 20-დან 35 წლამდე და 50 წლის შემდეგ. რით არის ეს გამოწვეული და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა?

იმუნური სისტემის დაქვეითება: შორისის მიდამოსა და ქვედა კიდურების გადაციებამ შეიძლება სწრაფად გამოწვიოს შარდის ბუშტის ანთება. არსებობს ე.წ. რეფლექსური რეაქცია, მაგალითად, თუ გაცივდა ქვედა კიდურები, ამ დროს ცივდება ლორწოვანი გარსიც, უარესდება სისხლისმიმოქცევა და იქმნება ხელსაყრელი გარემო ინფექციის შეჭრისათვის.

თვითდაინფიცირება: შარდის ბუშტის ანთების ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერია E.coli-ია, რომელიც სწორ ნაწლავში ბინადრობს, იგი უკანა ტანიდან ხვდება შარდამომყოფ სისტემაში და შემდეგ ადვილად გადაინაცვლებს ზემოთ. ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა თავი დავიცვათ დაინფიცირებისაგან არის ყოველდღიური ჰიგიენური ღონისძიებების გატარება.

სქესობრივი აქტი: პროფესიულ ენაზე მას პოსტდეფლორაციულ ანუ „თაფლობის თვის“ ცისტიტს უწოდებენ. ქალების ურეთრა მოკლეა, ამიტომ მექანიკური გზით მისი დაინფიცირება მარტივად ხდება.

გარდამავალი ასაკი: ესტროგენების გამოყოფის შემცირებისთან ერთად ხდება ლორწოვანი გარსის გამოშრობა. შედეგად შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს შარდის ბუშტის დაინფიცირება.

ასეთ სიტუაციში თქვენ სოლიდაგორენი დაგეხმარებათ. სოლიდაგორენი ახდენს სამმაგ მოქმედებას შარდაგამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებების დროს: ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელ და შარდის გამოყოფისას ტკივილის შემსუბუქებას. სოლიდაგორენი შეიცავს მცენარეების ექსტრაქტებს : ოქროწკეპლას, ბატის მარწყვ-ბალახასა და შვიტას. სოლიდაგორენი გამორეცხავს შარდგამომყოფ გზებს და შედეგად იწვევს ბაქტერიებისა და ნალექის გამოდევნას თირკმელებიდან.
სოლიდაგორენი- შარდვისას ჩხვლეტისა და წვის პირველივე შეგრძნების დროს!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დოქტორ გუსტავ კლეინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ოქროწკეპლა+ბატის მარწყვა+შვიტა
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი