პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - albendazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.
1 ტაბ.
ალბენდაზოლი . . . . 400 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.
1 ტაბ.
ალბენდაზოლი . . . . 200 მგ
პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ.
10 მლ
ალბენდაზოლი . . . . 400 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.
ჩვენებები:
ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი);
სტრონგილოიდოზი;
ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით;
ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით;
ლამბლიოზი;
ტოქსოკაროზი;
როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.
დოზირების რეჟიმი :
პრეპარატი მიიღება პერორალურად. არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით. არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას. პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან.
ენტერობიოზი
დღიური დოზა:
1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ტრიქოცეფალოზი
დღიური დოზა:
1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული)
დღიური დოზა: მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი
დღიური დოზა: ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში.
ტრიქინელოზი
ბავშვები : 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მოზრდილები : 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს : შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი.
სხვა : ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6820