ბონექსი პლიუსი ტაბლეტი #30

ბონექსი პლიუსი ტაბლეტი #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 800 ს.ე, კალციუმი (კარბონატი) 600 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმ-ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის უკმარისობას. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, კალციუმი აგრეთვე მონაწილეობს ნერვული გამტარობის და კუნთების შეკუმშვის რეგულირებაში.

ჩვენება:

• კალციუმისა და /ან ვიტამინი D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• ოსტეოპოროზის ( მენოპაუზის, სენილურის, სტეროიდულის, იდიოპათიურისა და სხვ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა)
მიღება და დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პირებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

მწარმოებელი: ,,AMVILAB’’ – ა.შ.შ სერთიფიცირებულია აშშ –ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA-ს მიერ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამვილაბი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი