ოსტეოჰარდი ტაბლეტი #30

ოსტეოჰარდი ტაბლეტი #30

დიდი ბრიტანეთი

პრიმეა
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი – 600 მგ (კალციუმის კარბონატის სახით – 1500 მგ);
ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 5 მკგ (ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით – 2 მგ);
თუთია - 10 მგ (თუთიის ოქსიდის სახით 12.5 მგ);
ფიტომენადიონი (ვიტ. K1) - 50 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ავსებს თუთიისა და ვიტამინ K-ს რაოდენობას.

ჩვენებები:
მენოპაუზის შემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის და მათი გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
კალციუმის და/ან ვიტამინ D3-ის დეფიციტი.
ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმსა და ვიტამინ D3-ზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
აგრეთვე ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.

უკუჩვენება:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს კალციუმი - 1200 მგ-ს და ვიტამინი D3 – 10 მკგ-ს. ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სხვა წყაროებიდან მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3-ის რაოდენობა როგორც ბავშვის ასევე დედის ორგანიზმში.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები: ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში; ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. კალციუმისა და ვიტამინი D-ს დეფიციტის შესავსებად: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით – 2 ტაბლეტი დღეში, ბავშვები 6-დან 12 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში, 2 - დან 6 წლამდე – 1/2 ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა,
მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).

ჭარბი დოზირება:
ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრიმეა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი