ვიტამინი D3 5000სე+მაგნიუმი+ვიტამინი K2 (Mk7) უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5000სე, მაგნიუმი (გლიცინათი-ხელატი)-200მგ, ვიტამინი K2 (Mk 7-მენაქინონი)-100 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენება: D3 ვიტამინის დეფიციტი; K2 ვიტამინის დეფიციტი; ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით, ოსტეოპოროზი; ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დაავადებები; სიმსივნური დაავადებები, ქიმიოთერაპია; სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები); მენოპაუზა, ხანდაზმული ასაკი.
დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზირების გადაჭარბება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. შენახვის წესი: ინხება გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.