დეკოლეროლი ფორტე წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1
დეკოლეროლი ფორტე წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

დეკოლეროლი ფორტე წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ყოველი 1მლ შიგნით ანუ პერორალურად მისაღები წვეთი შეიცავს 0.375მგ ვიტამინ D3-ს რაც ექვივალენტურია 15,000 IU. დამხმარე ნივთიერებები: E ვიტამინი და მზესუმზირის ზეთი.

ჩვენება: დე-კოლეროლ ფორტე გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისთვის, რაქიტის სამკურნალოდ (ძვლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით), ოსტეომალაციის დროს (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძვლის შემადგენლობაში მინერალების შემცირებასთან), ძვლის დაშლის (ოსტეოპოროზის) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება, ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის თავიდან ასაცილებლად და ჰიპერპარათიროიდიზმის (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია პარათიროიდულ ჯირკვალში (გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში) სიმსივნეების წარმოქმნასთან) სამკურნალოდ, როგორც დამხამრე საშუალება.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინი) ან პროდუქტში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ. თუ არის მაღალი არტერიული წნევის მატარებელი (ჰიპერტენზია); თუ აქვს არტერიების მოწინავე გამაგრება (არტერიოსკლეროზი); თუ აქვს აქტიური პულმონარული ტუბერკულოზი. ამ შემთხვევაში დაუშვებელია წამლის დიდი დოზით გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში. თუ აქვს D ჰიპერვიტამინოზი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის გადაჭარბებეული დოზის მიღებით ან დაგროვებით. სიმპტომები: მადის დაკარგვა, ყაბზობა, ბუნდოვანი მხედველობა და სისუტე კუნთებში). თუ აქვს ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე); თუ აქვს თირკმელების კენჭები (შეიცავს კალციუმს); თუ აქვს მგრძნობელობა კალციუმის მიმართ.

მიღების წესი: მიიღება დე-კოლეროლ ფორტე ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 1მლ დე-კოლეროლ ფორტე შეადგენს 25 წვეთს. რეკომენდირებული დოზა განისაზღვრება პაციენტის სიმპტომებით მოცემული დიაგრამის შესაბამისად

ვარგისიანობის ვადა: მედიკამენტის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: დე-კოლეროლ ფორტე წარმოდგენილია შუშის ბოთლით პიპეტთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
15000სე/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი