/images/logo_ka.svg
ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20
ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20

ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20

თურქეთი

ილკო ილაჩ სანი

გამოიყენება სეზონური ან ქრონიკული (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტის (ცემინების, “ცხვირის გაჭედვის”, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის და ქავილის შემსუბუქება ან გაქრობა) დროს.

პროდუქტის შესახებ

ალცეტინი ტაბლეტი 5მგ

შემადგენლობა:

​ალცეტინის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დესლორატადინის 5 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ლს-ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.


ჩვენებები:

  • სეზონური ან ქრონიკული (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი (ცემინების, “ცხვირის გაჭედვის”, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის და ქავილის შემსუბუქება ან გაქრობა);
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (ქავილის, გამონაყარის შემცირება ან გაქრობა).

მიღების წესები და დოზები:

ტაბლეტები ინიშნება შიგნით მისაღებად, სასურველია ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში - 5 მგ ერთხელ დღეში;
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მგ ერთხელ დღეში;
1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1,25 მგ ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი.

უკუჩვენება:

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • ორსულობა;
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
  • სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს.


ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში დესლორატადინის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
დესლორატადინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.


შენახვა:

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ილკო ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat