/images/logo_ka.svg
ალერსეტი სიროფი 1მგ/1მლ 200მლ ფლაკონი მინის #1
ალერსეტი სიროფი 1მგ/1მლ 200მლ ფლაკონი მინის #1

ალერსეტი სიროფი 1მგ/1მლ 200მლ ფლაკონი მინის #1

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი

ალერსეტი სიროფი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტის, ჭინჭრის ციების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობს ხანგრძლივად და რომელთა მიზეზი უცნობია.

პროდუქტის შესახებ

ალერსეტი სიროფი 1მგ/1მლ 200მლ ფლაკონი მინის

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
სიროფის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლის ხსნარი (E420), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ბანანის არომატი, ნატრიუმის აცეტატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216) და დეიონიზირებული წყალი.


ჩვენება:

ალერსეტი სიროფი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტის, ჭინჭრის ციების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობს ხანგრძლივად და რომელთა მიზეზი უცნობია.

2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:
გამოიყენება ალერგიული რინიტის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ცხვირთან და თვალთან, ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის სიმპტომების (შეუპოვარი ჭინჭრის ციება, რომლის მიზეზი უცნობია) და ქავილის სამკურნალოდ.

ორსულობა:

  • მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
  • ორსულ ქალებში ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები არის ძალიან მწირი. Mმიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა საზიანო ეფექტები, რეკომენდებულია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც არის ამის აბსოლუტური საჭიროება.
  • თუ მკურნალობის პერიოდში დადასტურდა ორსულობა, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია:

თუ ჩვილს კვებავთ ძუძუთი, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
იმის გამო, რომ ალერსეტის (ცეტირიზინი) აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში, ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული ალერსეტის მიღება.


მიღება:

  • ​2-6 წლის ასაკის ბავშვები: დღეში ერთხელ 2.5 მგ (ნახევარი კოვზი) (2.5 მგ/2.5 მლ სიროფი). ამ ასაკობრივ ჯგუფში დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 5 მგ-მდე და დღეში ერთხელ 5 მგ-მდე (სავსე კოვზი) (5 მგ/5 მლ სიროფი) ან დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში) 2.5 მგ (ნახევარი კოვზი) 2.5 მგ/2.5 მლ სიროფი).
  • 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიმპტომების სიმძიმის მიხედვით დღეში ერთხელ 5 მგ (სავსე კოვზი) (5 მგ/5 მლ სიროფი) ან 10 მგ (2 სავსე კოვზი) (10 მგ/10 მლ სიროფი) ან დღიური დოზა იყოფა ორად.
  • 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: სიმპტომების სიმძიმის მიხედვით 5 მგ (სავსე კოვზი) (5 მგ/5 მლ სიროფი) ან 10 მგ (2 სავსე კოვზი) (10 მგ/10 მლ სიროფი).


შენახვა:

​შეინახეთ ალერსეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25 C-მდე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტა ფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ცეტირიზინი
დოზა
1მგ/1მლ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი მინის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat