მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად. მოზრდილებში: 1 ტაბლეტი (50მგ) 1-3-ჯერ დღე-ღამეში. საძილე საშუალების სახით - 1 ტაბლეტი (50მგ) ძილის წინ. უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი (100მგ), უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 5 ტაბლეტი (250მგ). ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1/3 ან 1/2 ტაბლეტი (15-25მგ) 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-15 დღე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დიფენჰიდრამინი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აჭარბებს ნაყოფისათვის ან ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს. შენახვა: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).