/images/logo_ka.svg
აუგმენტინი ტაბლეტი 875მგ+125მგ #14

აუგმენტინი ტაბლეტი 875მგ+125მგ #14

დიდი ბრიტანეთი

სმიტკლაინი

აუგმენტინი 1000 ტაბლეტი ეფექტური ანტიბიოტიკია სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. გაეცანით ფასსა და სწორ გამოყენების წესებს.

პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

  • ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატი) - 500 მგ

  • კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი) - 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და დიმეთიკონი.

ჩვენებები

აუგმენტინი არის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგი ინფექციების მკურნალობის მიზნით:

  • შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი

  • რესპირატორული ტრაქტის ინფექციები

  • შარდ-სასქესო გზების ინფექციები

  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ასევე კბილის ინფექციები

  • ძვლების და სახსრების ინფექციები

უკუჩვენებები

  • ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აუგმენტინში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ

  • მწვავე ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკის მიმართ (კანის სიწითლე, სახის ან ყელის შეშუპება)

  • ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე დაკავშირებული ანტიბიოტიკების მოქმედებასთან

სიფრთხილის ზომები

აუგმენტინის მიღებამდე კონსულტაციაა საჭირო ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ პაციენტს აქვს:

  • მონონუკლეოზი

  • ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები

  • არარეგულარული შარდვა

კურსის მიღება აუცილებელია. თუ მიმდინარეობს სისხლის ან შარდის ანალიზი, აცნობეთ ექიმს, რადგან აუგმენტინი ცვლის ლაბორატორიულ მონაცემებს.

პრეპარატების ურთიერთქმედება

  • ალოპურინოლთან ერთად მიღებისას შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქცია

  • პრობენაციდის გამოყენებისას შესაძლოა დოზის კორექცია საჭირო იყოს

  • ანტიაგრეგანტების (მაგ. ვარფარინი) გამოყენებისას საჭიროა დამატებითი სისხლის ანალიზი

  • აუგმენტინი ზეგავლენას ახდენს მეტოტრექსატის მოქმედებაზე

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან აუცილებელია.

მანქანისა და მექანიზმების მართვა

თუ პაციენტი თავს ცუდად გრძნობს, დაუშვებელია მანქანის ან მექანიზმების მართვა.

მიღების წესი

აუგმენტინი მიიღება ექიმის დანიშნულებით. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლით, ჭამის დაწყებამდე.
დღეს განმავლობაში მიღებებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. არ მიიღება ორი დოზა ერთდროულად. პრეპარატი არ უნდა გამოიყენოს ორ კვირაზე მეტი დროით.

მოზრდილები და ბავშვები 40 კგ-ზე ზევით:

  • თერაპიული დოზა: 1 აბი ორჯერ დღეში

  • მაღალი დოზა: 1 აბი 3-ჯერ დღეში

ბავშვები 40 კგ-მდე:

  • 6 წლამდე ბავშვებში გამოიყენება აუგმენტინის პერორალური სუსპენზია

  • ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან აუცილებელია

ღვიძლის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტები:
დოზირება შეიძლება შეიცვალოს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის კორექციის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ. ღვიძლის დაავადების შემთხვევაში საჭირო იქნება ხშირი სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის გასაზომად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: მუცლის ღრუს და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება, დიარეა) ან კრუნჩხვა. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. სასურველია თან ჰქონდეთ პრეპარატი ან შეფუთვა.

დოზის გამოტოვება

დაუყოვნებლივ მიიღეთ, როგორც კი გახსოვდეთ. არ გაორმაგოთ დოზა, თუ მიღებებს შორის მანძილი < 4 სთ.

გვერდითი მოვლენები

შეწყდეს მკურნალობა და დაუკავშირდეთ ექიმს, თუ აღინიშნება:

  • კანის გამონაყარი

  • სისხლძარღვების ანთება (წითელი ან მოლურჯო წერტილები კანზე ან სხეულზე)

  • ცხელება, სახსრების ტკივილი, კრუნჩხვები

  • ჯირკვლების შეშუპება ყელში, იღლიებში ან საზარდულის მიდამოებში

  • გულის წასვლა

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სმიტკლაინი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
875მგ+125მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat