გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების , ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200 მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.
აზიპინი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს:
მოზრდილებში - 500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებში - 10მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
Helicobacter pylori – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ (500 მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია ჩჰლამყდია ტრაცჰომატის) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
სუსპენზიის მომზადების წესი:
ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 17 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15 – 25 C ტემპერატურაზე. მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.