მეტრონიდაზოლი - 250მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. შეფუთვაში - 10 ცალი.
1 ტაბლეტი შეიცავს 0,25 გ მეტრონიდაზოლს და დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის ან სიმინდის სახამებელს, მეთილცელულოზასა და სტეარინის მჟავას.
ანტიბაქტერიული პრეპარატი;
აქტიურია ტრიქომონიაზის, ამებიაზის, ლამბლიოზის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ.
ამოქსიცილინთან ერთად გამოიყენება:
მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ტრიქომონიაზი:
1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში:
ამებიაზი:
მოზრდილებში — 2,5–3 ტაბლეტი (625–750 მგ) 3-ჯერ დღეში 8–10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი:
მოზრდილებში — 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში:
Helicobacter pylori-ის ერადიკაცია:
2 ტაბლეტი (500 მგ) 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ამოქსიცილინთან კომბინაციაში.
ანაერობული ინფექციები:
მოზრდილებში — 1,5 ტაბლეტი (375 მგ) 3-ჯერ დღეში 7–10 დღის განმავლობაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში — 7,5 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-ჯერ დღეში.
პროფილაქტიკის მიზნით:
ოპერაციიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ინიშნება 4 ტაბლეტი (1 გ) ერთ მიღებაზე, ხოლო შემდგომში — 1 ტაბლეტი (250 მგ) 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი:
2 ტაბლეტი (500 მგ) დღეში (არა უმეტეს) 6 თვის განმავლობაში.
ინტრავაგინალურად:
2 ტაბლეტი (500 მგ) ღამით 10 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სიმპტომების გაძლიერება — ატაქსია. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია და ეპილეფსიური გულყრები.
ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.