პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ხსნარის თითოეული მილილიტრი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 100 მგ პოვიდონ იოდს. დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი (E-422), პოლიოქსიეთილენ ალკილეთერ ფოსფატი, დინატრიუმ სულფატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი, ც.ს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ჩვენებები: მცირე ზომის დაზიანებების, ზედაპირული ჭრილობების, მცირე ზომის დამწვრობების ან აბრაზიის დროს კანის ანტისეპტიკური დამუშავება.
დოზირება და მიღების წესი: უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღების შესახებ ინსტრუქციას, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებას ზუსტად მიყოლა. დაბანისა და გამშრალების შემდეგ, დაიტანება მცირე რაოდენობით ზუსტად დაზიანებულ ადგილას, 2-3-ჯერ დღეში. თუ სიმპტომები გაუარესდა, ან გრძელდება 7 დღის შემდეგაც, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები: კანის დაავადებები, როგორიცაა ლოკალური გაღიზიანება, ქავილი ან დამწვრობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა და დაზიანებული მიდამოს წყლით ჩამორეცხვა. თუ პროდუქტი გამოიყენება ხანგრძლივად ან დიდი ზომის ჭრილობებსა და დამწვრობებზე, შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური აციდოზი, სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის დაგროვება და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ახალშობილები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან იგეგმება რომ მიიღოს რომელიმე მედიკამენტი, განსაკუთრებით სხვა პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ვერცხლისწყლის დანამატებს; ნატრიუმის თიოსულფატი; ლითიუმი.
განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოყენება ხანგრძლივი დროით ან კანის დიდ ნაწილზე ექიმთან კონსულტაციის გარეშე, განსაკუთრებით: თუ პაციენტს მიღებული აქვს სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტის დამწვრობა, თუ სახეზეა დიდი ზომის ან ღია ჭრილობა, თუ პაციენტს აქვს თირკმლის, ღვიძლის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, მკურნალობს ლითიუმის შემცველი პრეპარატით. არ უნდა მოხდეს გამოყენებამდე პროდუქტის გათბობა. მედიკამენტი არის მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანზე. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალთან, ყურთან და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტში. მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების, ფარულ სისხლდენაზე განავლისა და შარდის ანალიზის კვლევისას. არ გამოიყენება 3 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი ორსულია, მეძუძური, ეჭვია ან იგეგმება ორსულობა, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება მედიკამენტის გამოყენებამდე, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფსა და ახალშობილებში გარდამავალი ჰიპოთიროიდიზმი.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ არის აღწერილი მედიკამენტის რაიმე ეფექტი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვით უნარებზე
ჭარბი დოზირება: დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას, თუ ვითარდება გაღიზიანების ნიშნები, უნდა მოხდეს ამ მიდამოს ჩამორეცხვა დიდი რაოდენობით წყლით, შეწყდეს მკურნალობა და რჩევისათვის მიემართოს ექიმს. პოვიდონ იოდის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას, შესაძლოა განვითარდესL მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრემია და თირკმლის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. თუ პაციენტი გონებაზეა, უნდა მიიღოს რძე 15 წუთში ერთხელ კუჭის გაღიზიანების სიმპტომების მოსახსნელად. გარდა ამისა, იმისთვის რომ მოხდეს კუჭში დარჩენილი პოვიდონ იოდის გამოდევნა, უნდა დაინიშნოს სახამებლის ხსნარები, რომელიც მზადდება 15 მგ სიმინდის ფქვილის, 15 მგ პურის ფქვილის დამატებით 500 მლ წყალში. ჭარბი დოზირების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირება.
შენახვის პირობები: ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვისთვის სპეციალურ პირობებს. დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
4365