ბეტადინი სანთელი ვაგინალური 200მგ #14
ბეტადინი სანთელი ვაგინალური 200მგ #14

ბეტადინი სანთელი ვაგინალური 200მგ #14

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
პრეპარატის აქტიური კომპონენტი: ყოველ სანთელში პოვიდონ-იოდი, 200 მგ.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 1000.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოვიდონ-იოდი (პოვიდონ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. იგი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი):
- შერეული ინფექციები;
- არასპეციფიკური ინფექციები (ბაქტერიული ვაგინოზი, Gardenella vaginalis);
- გენიტალური ჰერპესი;
- სოკოვანი ინფექციები (Candida albicans), კანდიდოზის ჩათვლით ანტიბიოტიკებით და სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.
- ტრიქომონიაზი (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული სისტემური მკურნალობა).
პრეოპერაციული და ოპერაციის შემდგომი დამუშავება საშოზე ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, ასევე სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურები.

უკუჩვენებები
- მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურანლობის შემდეგ მყარ გამოჯანმრთელებამდე.
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- ახალშობილებში და ბავშვებში 6 თვემდე ასაკში პოვიდონ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, არ არის რეკომენდირებული პოვიდონ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტ ხანს) გამოყენება ან მისი დიდი რაოდენობით ხმარება ფართო ზედაპირზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი). პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით დასაშვებია მისი გამოყენება მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში).

ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალყურეობას. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვების მიერ სანთლების შინაგანი გამოყენება.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.გამოყენების წესი
ბეტადინის სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში.
სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.

დოზირება
ერთი ვაგინალური სანთელი ღრმა შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზამ კი მოიმატოს ბეტადინის ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს.შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას 15რ-25რC, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
პოვიდონ იოდიდი
დოზა
200მგ
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი