პარადოქს ომეგა 3 სასკოლო კაფსულა 990მგ #30
პარადოქს ომეგა 3 სასკოლო კაფსულა 990მგ #30

პარადოქს ომეგა 3 სასკოლო კაფსულა 990მგ #30

დიდი ბრიტანეთი

პარადოქს ომეგა ოილსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Omega-3(DHA+EPA)
აღწერილობა და თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით.
თევზის სუნის და გემოს გარეშე.
"საღეჭი, რომელსაც
კარგი გემო აქვს"
ერთი საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი = ომეგა-3-ს ღრმა-წყლოვანი ზღვის ერთი თევზისგან.
მარტივი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიიღონ კუთვნილი ომეგა-3 დღიური დოზა.
ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.
გარანტირებულად უზრუნველყოფს ჭკვიანურ, უსაფრთხო და ეფექტურ გზას ბავშვებისა მოზარდებისთვის აუცილებელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მისაღებად.
საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული,
დღიური დოზისყოველდღიური მიღებით.
გაზრდილი ბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

ჩვენებები:
● ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება;
● ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
● კოგნიტიური ფუნქციების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
● მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
● ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
● დისლიპიდემიით განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
● ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
● სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
● აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
● ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
● კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
● ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
● კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

ასთმა:
ასთმა ბავშვთა ასაკში არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასთმის ეპიდემიის მიზეზი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების პროპორციის დარღვევაა ავსტრალიის კვებით რაციონში პარადოქს ომეგა სასკოლო უზრუნველყოფს ომეგა ცხიმოვანი მჟავების სწორ ბალანსს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ერთი საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი შეიცავს 275 მგ ომეგა-3-ს
აქტიური ინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად:
ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი, სუფთა ზეითუნის ზეთი, ლიმონის ორგანული ზეთი.
რეკომენდებული დღიური დოზა:
5+ წლიდან - 1 საღეჭი კაფსულა.
დაღეჭეთ ან მიიღეთ კაფსულები პერორალურად.
აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ,, 25ძC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პარადოქს ომეგა ოილსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/+ვიტ ე+ვიტ დ
დოზა
990მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი