ფერატინ ფოლატი ტაბლეტი 30მგ #30

ფერატინ ფოლატი ტაბლეტი 30მგ #30

იტალია

სოჩიმ ინტერნატიონალ
პროდუქტის შესახებ
ფერატინ ფოლატი
საკვები დანამატი

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: მიკროკაფსულირებული რკინის პიროფოსფატი დაფარული სახამებლით და ლეციტინით (ლიპოფერი მიკროკაფსულები) 384.62მგ, მ.შ. რკინა 30მგ; ქუატრეფოლიკ (გლუკოზამინის მარილი (6S)-5-მეთილ-ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა) 0,74მგ, მ.შ. ფოლიუმის მჟავა 400მკგ; დამხმარე ნივთიერებები: სტაბილიზატორები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჯვარედინად დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელიულოზა, პოლივინილპოლიპიროლიდონი; შემასქელებელი: ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები; შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
ლიპოფერი არის სავაჭრო ნიშანი, რომელიც ეკუთვნის ლიპოტეკ ს.ა-ს ქუეტრეფოლიკ არის გნოსის ს.პ.ა-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
გმო-ს გარეშე
გლუტენისა და ლაქტოზის გარეშე
რკინა 30 მგ + ფოლიუმის მჟავა 400მკგ

ჩვენება: გამოყენების რეკომენდაციები: რეკომენდებულია, როგორც საკვები დანამატი მოზრდილებისთვის, რკინის დამატებითი წყარო მაღალი ბიოშეღწევადობით (ლიპოფერი მიკროკაფსულები) და ფოლიუმის მჟავა ბიოლოგიურად აქტიური ქუატრეფოლიკის ფორმით.
რკინა ხელს უწყობს ტვინის კოგნიტური ფუნქციის ნორმალიზებას, ენერგიის მეტაბოლიზმს, სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის წარმოქმნას, ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, მონაწილეობას იღებს უჯრედების გაყოფის პროცესში. ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გადაღლილობისა და დაღლილობის შემცირებას.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილის გაზრდას, ამინომჟავების სინთეზის ნორმალიზებას, ჰემატოპოეზის, ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს, ენერგიის მეტაბოლიზმს, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ფსიქოლოგიურ ფუნქციას. ორსული ქალის ორგანიზმში ფოლიუმის დონის ასამაღლებლად ფოლიუმის მჟავის დამატებითი გამოყენება არის ფაქტორი, რომელიც ახდენს ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების განვითარების პრევენციას.
გამოყენებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. რეკომენდებული დღიური ლიმიტი: მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში. სასარგებლო ეფექტი მიიღწევა 400მკგ ფოლიუმის მჟავას დღიური მიღებით ჩასახვამდე მინიმუმ 1 თვით ადრე და ჩასახვის შემდეგ სამი თვის განმავლობაში. გამოყენების კურსს და ვადას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ. არ არის რეკომენდებული პროდუქტის ბავშვებში გამოყენება. ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება სრულფასოვანი კვების სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. საკვები დანამატი.

წამლის ფორმა: ტაბლეტები # 30.

წონა: 19.5გ (30 ტაბლეტი 650მგ+- 5 %).

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე. ,,ვადის ამოწურვის თარიღი” და სერიის ნომერი მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: სოჩიმ ინტერნეშენალ ს.პ.ა (SOCHIM International S.p.A.),იტალია.
ბიემჯი ფარმა ს.პ.ა (BMG Pharma S.p.A.)-ს ლიცენზიით, იტალია.
უკრაინაში იმპორტიორი-მომხმარებლისგან პრეტენზიების მიიღებაზე უფლებამოსილი ორგანიზაცია: შპს დილეო ფარმა, კიევი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოჩიმ ინტერნატიონალ
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ლიპოსომური რკინა+ფოლის მჟ
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი