საერთაშორისო დასახელება: Ferrous (III) Hydroxide Polymaltose Complex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების.
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს:
- 10 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდს პოლიმალთოზასთან კომპლექსში.
5 მლ სიროფი (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
- 50 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდს პოლიმალთოზასთან კომპლექსში.
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, სორბიტოლის ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, ნაღების ესენცია, წყალი გაწმენდილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
აღწერა
ყავისფერი გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რკინის პრეპარატები, სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა.
- რკინადეფიციტური ანემიის (რკინის მანიფესტური დეფიციტის) მკურნალობა.
- რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
- რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) და რკინის უტილიზაციის დარღვევები (მაგალითად, სიდერო-აქრესტული ანემია, ანემია ტყვიით ინტოქსიკაციის დროს, თალასემია).
- ანემია, რომელიც არ არის განპირობებული რკინის დეფიციტით (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია ვიტამინ B12-ის დეფიციტთან დაკავშირებით).
- სისხლის განმეორებითი გადასხმები.
- პარენტერალური თერაპია რკინის პრეპარატებით.
გამოყენების წესი და დოზები
შინაგანად მისაღები.
მიიღება ჭამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ.
სიროფის შერევა შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ბავშვის საკვების ბოთლში. სიროფის სწორად ასაზომად გამოიყენეთ საზომი კოვზი.
სუსტი შეფერილობის გაჩენა არ ახდენს გავლენას ბავშვის წვენის/საკვების გემოზე ან პრეპარატის ეფექტურობაზე.
სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან მისი რამდენიმე მიღებად დაყოფა.
პრეპარატის დოზა და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
რკინის მანიფესტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 3–5 თვე ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე.
ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მარაგების შესავსებად პრეპარატი ინიშნება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
- ბავშვები 1 წლამდე: საწყისი დოზა – 2,5 მლ (½ საზომი კოვზი) სიროფი. დოზა თანდათან იზრდება 5 მლ-მდე (1 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.
- ბავშვები 1–12 წლის: 5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.
- 12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: 10–30 მლ (2–6 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.
რკინის ლატენტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 1–2 თვის განმავლობაში.
- ბავშვები 1 წლამდე: არ გამოიყენება ამ დანიშნულებით.
- ბავშვები 1–12 წლის: 2,5–5 მლ (½–1 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.
- 12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: 5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.
ორსული ქალები
რკინის მანიფესტური დეფიციტი:
- 20–30 მლ (4–6 საზომი კოვზი) დღე-ღამეში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე.
- შემდეგ 10 მლ (2 საზომი კოვზი) დღე-ღამეში, უკიდურეს შემთხვევაში ორსულობის ბოლომდე, ორგანიზმში რკინის მარაგების შესავსებად.
რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა:
- 5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) დღე-ღამეში.