იზიფოლის შემადგენლობაში არსებული ფოლატი (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლატი პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების სინთეზი.
უპირატესობანი: იზიფოლი-ფოლატის აქტიური ფორმაა, რომელიც ორგანიზმს მიეწოდება მზა ფორმით, არ საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას; იზიფოლს-ახასიათებს მაქსიმალური ბიოშეღწევადობა და ბიოშეთავსებადობა; იზიფოლი-არ იწვევს არამეტაბოლიზებული ფოლიუმის მჟავის დაგროვებას და მისგან განპირობებულ არასასურველ გვერდით მოვლენებს; კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია კვატროფოლიკის IV თაობის ფოლატის (5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის გლუკოზამინის მარილი) უპირატესობა მეტაფოლინთან III თაობის ფოლატთან (5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის კალციუმი) მიმართებაში.
გამოყენა და ჩვენებები: ორსულობამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში; უშვილობის, მორეციდივე აბორტების პროფილაქტიკა; ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა; ინსულინრეზისტენტობა; გესტაციური დიაბეტი; პრეეკლამფსია; PCOS პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი; ფოლიუმდეფიციტური ანემია.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.