პროტოფერი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
პროტოფერი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

პროტოფერი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

იტალია

ბიოთრეიდინგი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - პროტოფერი 30მლ ორალ/წვ

რკინა ადამიანის ორგანიზმში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან იმუნობიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა დნმ-ის რეპლიკაცია, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, სისხლის წარმოქმნა, სუნთქვა. ამიტომ ორგანიზმის განვითარების დროს მისი დეფიციტი ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ნეირონების განვითარებაზე, გულის, ჩონჩხის კუნთების და კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

დღენაკლულ ახალშობილებში მაღალია მოთხოვნა საკვები ნივთიერებებისადმი. რკინადეფიციტური ანემია ყველაზე მეტად გავრცელებულია მათში, რაც განპირობებულია ბიოშეღწევადი რკინისადმი მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდით.
ზრდასრულ ასაკში რკინის დეფიციტი, რაც მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს ახასიათებს, ყველაზე ხშირად არასრულფასოვანი კვებითაა განპირობებული.
ხანდაზმულ და დასუსტებულ ადამიანებში რკინის დეფიციტს განაპირობებს რკინის არასაკმარისი მიღება ან ცუდი შეწოვა.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს იზრდება რკინაზე მოთხოვა, რაც აუცილებელია პლაცენტის ზრდის, დედისა და ბავშვის ჟანგბადით უზრუნველყოფისათვის. რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისათვის და ჟანგბადის დონის შენარჩუნებისათვის. ორსულობის დროს რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას, რომელსაც გესტაციური რკინადეფიციტური ანემია ეწოდება.

დოზირება

დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდებულია რკინის დოზის გაზრდა:

2 მგ/კგ/დღეში ჩვილებისთვის, რომელთა წონაა 1500-2500 გ;

3 მგ/კგ/დღეში ახაშობილებისათვის, წონით 1000 -1500 გ;

4 მგ/კგ/დღეში, 1000 გ-ზე ნაკლები წონის ახალშობილებისთვის.

ბავშვებში, მოზრდილებში და ორსულებში

1 მგ/კგ/დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 30 წვეთი.

პროტოფერის წვეთების მიღება შესაძლებელია, როგორც ცალკე, ან მცირე რაოდენობის წყალში განზავებული სახით.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გაფრთხილებები

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

ვარგისობის ვადა მოქმედებს პროდუქტზე, რომელიც სწორად არის შეფუთული და შენახული.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები განკუთვნილი არ არის, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ მიიღოთ ეს პროდუქტი ალერგიის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ბუნებრივი კომპონენტების გამო, პროდუქტს შეიძლება ფერი შეეცვალოს, ამ დროს ხარისხი არ იცვლება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოთრეიდინგი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რკინა
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი