გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე გაკონტროლებულია ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით.
აქტიური ნივთიერებებია: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 160 მგ ვალსარტანს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლივინილ სპირტს, ტიტანიუმის დიოქსიდს (E-171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) და რკინის წითელი ოქსიდი (E-172).
ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე გაკონტროლებულია ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით და რომლებისთვისაც სასარგებლო იქნება ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს სამივე ამ ნივთიერებას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.
ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.
დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.