/images/logo_ka.svg
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #28
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ტაბლეტი  5მგ+160მგ+12.5მგ #28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #28

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე გაკონტროლებულია ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით.

პროდუქტის შესახებ

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებებია: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 160 მგ ვალსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლივინილ სპირტს, ტიტანიუმის დიოქსიდს (E-171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს) და ტალკი.


ჩვენება:

​ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე გაკონტროლებულია ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით და რომლებისთვისაც სასარგებლო იქნება ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს სამივე ამ ნივთიერებას.


მიღების წესი:

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.

ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.

  • უმჯობესია მედიკამენტის მიღება ერთსა და იმავე დროს. დილა საუკეთესო დროა;
  • ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად;
  • ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.

მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.

დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.


შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
5მგ+160მგ+12.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat