შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 2,5მგ ინდაპამიდს (indapamidum).
გამოყენების ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია.
უკუჩვენება: თირკმელების უკმარისობის მძიმე ფორმები; ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმები (მათ შორის, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია); ჰიპოკალემია; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება: ინიშნება 2,5მგ (1 კაფსულა) დღეში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. კაფსულა მიიღება მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება დასაშვებია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, დიურეზულების გარდა. მკურნალობის არასაკმარისი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში ინდაპის დოზის გაზრდა არ არის რეკომენდებული, უმჯობესია სხვა ანტიჰიპერენზიული საშუალების დამატება. ინდაპამიდის უფრო მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში არ ხდება მისი ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მატება, ძლიერდება მხოლოდ მისი სალურეზული მოქმედება. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში, ჩვეულებრივ, დიურეზული საშუალებები არ ინიშნება. მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულთა ფიზიოლოგიური შეშუპებების დროს. დიურეზული საშუალებები შეიძლება ფეტო-პლაცენტური იშემიის მიზეზად იქცეს, რაც საფრთხეს უქმნის ნაყოფის ზრდას. ინდაპამიდი აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღების პერიოდში, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.