კოლოსარ-დენკი ტაბლეტი 100მგ+12.5მგ #28

კოლოსარ-დენკი ტაბლეტი 100მგ+12.5მგ #28

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - losartan, hydrochlorothiazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია: ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 45.76მგ ლოსარტანისა და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული);
გარსი: ჰიპრომელოზა, ჰიპროლოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქვინოლინის ყვითელი ალუმინის სითხე (E104).

ჩვენება
კოლოსარ-დენკ 100/12.5 მგ. წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოსართანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროტაზიდი) კომბინირებულ პრეპარატს. კოლოსარ-დენკ 100/12.5 მგ გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.

მიღების წესი
კოლოსარ-დენკი 100/12.5 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაცენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგირია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობს თუ არა სხვა პრეპარატებით. მნიშვენელოვანია რომ კოლოსარ-დენკ 100/12.5-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.
ჩვეულებრივი დოზა:
ლოსარტანისა და ჰიდროქლოროტიაზიდის ჩვეულებრივი დოზა ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში შეადგენს კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის 1 ტაბლეტს ერთჯერ დღეში (100 მგ ლოსარტანი და 12.5მგ. ჰიდროქლოროთიაზდი), რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის 2 ტაბლეტამდე ერთჯერ დღეში (100 მგ. ლოსარტანი და 25მგ. ჰიდროქლოროტიაზდი). მაქსიმალური დოზა შეადგენს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის 2 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის გამოყენების შესახებ. შესაბამისად კოლოსარ-დენკ 100/12.5 არ ინიშნება ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
კოლოსარ-დენკ 100/12.5 თანაბრად ეფექტურია და ტოლერანტულია როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდებში. უმეტეს წილად ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.
კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რათა დროულად დაიწყოს სამედიცინო ჩარევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, პულსის შენელება, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება ან გაუწყლოება.
კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის დოზის გამოტოვება:
კოლოსარ-დენკ 100/12.5 მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის დოზირების სქემის შესაბამისად.
კოლოსარ-დენკ 100/12.5-ის მიღების შეწყვეტა:
მკურნალობის ნაადრევად შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში გასათავლისწინებელია, რომ სასურველი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებად მიიღება ან არტერიული წნევა ხელახლ მოიმატებს. თუ შეცვლა აუცილებელია, მაშინ მანამდე უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის გაჩენისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
100მგ+12.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი