ლოსარ-დენკი ტაბლეტი  50მგ #28

ლოსარ-დენკი ტაბლეტი 50მგ #28

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - losartan
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ლოსარტანის კალიუმი.
ლოსარ-დენკი 50-ის თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოსარტანის კალიუმს, რაც ექვივალენტურია 45.8მგ ლოსარტანისა.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლოსარ-დენკ 50-ის შეფუთვა
თეთრი ან სპილოსძვლისფერი ფერის ,მრგვალი ფორმის ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით, ხოლო მეორე მხარე სუფთაა, შემოგარსული ტებლეტები იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.

ჩვენებები
ლოსარტანი მიეკუთვნება პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში, უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას. ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი.

მიღების წესები და დოზები
ლოსარ-დენკი 50 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით და იქიდან გამომდინარე ჯერ კიდევ იღებს თუ არა პაციენტი სხვა მედიკამენტებს. მნიშვენელოვანია რომ ლოსარ-დენკი 50-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით, რათა შეუფერხებლად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.
ჩვეულებრივი დოზა:
პაციენტი მაღალი არტერიული წნევით
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 50მგ ლოსარტანს (ლოსარ-დენკი 50-ის 1 ტაბლეტი) ერთჯერ დღეში. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3-6- კვირაში. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში აღნიშნული დოზა მოგვიანებით შეიძლება გაიზარდოს 100მგ ლოსარტანამდე (ლოსარ-დენკი 50-ის 2 შემოგარსული ტაბლეტი) ერთჯერ დღეში. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოსარ-დენკ 50-მაც შესაძ;ებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ ლოსარ-დენკი 50-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს: მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან. ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ლოსარტანი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი