ლოზატენზი HD ტაბლეტი 100მგ+25მგ #30

ლოზატენზი HD ტაბლეტი 100მგ+25მგ #30

პორტუგალია

ბლუეფარმა ინდუსტრია
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Lozatenz - ლოზატენზი 100მგ+25მგ 30 ტაბლეტი

რა არის ლოზატენზი® HD და რა დროს გამოიყენება?
ლოზატენზი® HD არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.
მიღების წესი:
ლოზატენზი® HD ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ჯანდაცვის პროვაიდერის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

მკურნალი ექიმი შეარჩევს ლოზატენზი® HD-ის შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობთ თუ არა სხვა პრეპარატებით, მნიშვნელოვანია, რომ ლოზატენზი® HD-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.

ლოზატენზის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს ლოზატენზი® H-ის 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზი® H-ის 50მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს 1 აბი ლოზატენზი® HD-ის 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტით ყოველდღიურად (უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 ტაბლეტი ლოზატენზი® H 50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან 1 ტაბლეტი ლოზატენზი® HD 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტი.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბლუეფარმა ინდუსტრია
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
100მგ+25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი