ტორაგამა ტაბლეტი 200მგ #100

ტორაგამა ტაბლეტი 200მგ #100

გერმანია

არტეზან ფარმა
კალათის ფასდაკლება
-
71.56
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
აქტიური მოქმედი ნივთიერება: თორასემიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტორასემიდს.

ჩვენებები
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება და მიეკუთვნება მარყუჟოვანი ტიპის დიურეზულ საშუალებებს.
გამოყენების სფერო:
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში,
- თუ ძლიერად არის შესუსტებული თირკმლის ფუნქცია (როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 20 მლ ზე ნაკლებია და/ან შრატის კრეატინინის კონცენტრაცია 6 მგ/დლ-ზე მეტია),
- თუ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევებისას საჭიროა დარჩენილი შარდის გამოდევნა ორგანიზმიდან - გამოიყენება აგრეთვე დიალიზის დროსაც, როდესაც ხდება შარდის არასაკმარისი გამოყოფა (24სთ-ში 200 მლ).
- თუ ადგილი აქვს ქსოვილში და/ან სხეულში სითხის დაგროვებას, აგრეთვე მაღალი წნევის დროს
მიღების წესები და დოზები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე?
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების შემცველ ტორასემიდის, მის მონათესავე სტრუქტურის ნივთიერებების (სულფონილ შარდოვანა) ან სხვა შემადგენელი ელემენტების მიმართ.
- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის წარმოქმნის დარღვევით (ანურია)
- ღვიძლის მძიმე დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა (ჰეპატური კომა ან პრეკომა)
- წნევის ძიერად დაცემისას (ჰიპოტონია)
- სისხლის რაოდენობის ნაკლებობა (ჰიპოვოლემია)
- ნატრიუმისა ან კალიუმის ნაკლებობისას (ჰიპონატრემია, ჰიპოკალიემია)
- შარდის გამოყოფის დარღვევებისას (მაგ. პროსტატის ჯირკვალის გადიდების შედეგად)
- ძუძუთი კვების დროს
- თუ პაციენტის თურკმლის ფუნქცია ოდნავ ან მხოლოდ ზომიერად შეზღუდულია (კრეატინის კლირენსი წთ-ში 30 მლ-ზე მეტია და/ან შრატის-კრეატინის კონცენტრაცია თითო 3.5 მლ/დლ-ზე ნაკლებია.), ვინაიდან იქმნება ზედმეტად მარილისა და წყლის დაკარგვის საშიშროება.
როგორ უნდა მიიღოთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები?
მიიღეთ ტორაგამა 200 მგ ტაბლეტები ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება
შემდგომში მოცემულია რეკომენდირებული დოზირება, იმ შემთხვევაში თუკი ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას:
მკურნალობა იწყება დღეში 1/4 ტაბლეტი ტორაგამა 200 მგ (შეესაბამება 50 მგ თორასემიდს). შარდის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის მომატება დღეში 1/2 ტაბლეტიდან (შეესაბამება 100 მგ თორასემიდს) მაქსიმუმ ტორაგამა 200მგ-ს 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 200 მგ თორასემიდს).
მითითება ტაბლეტის გაყოფის შესახებ
ტაბლეტების გატეხვა ადვილად არის შესაძლებელი ორივე მხრიდან აღნიშნული სატეხი ღარის მეშვეობით. შესაძლებელია ორ ან ოთხ ნაწილად გატეხვა დოზირების შესაბამისად. განათავსეთ ტაბლეტი მყარ ადგილზე, დააწექით ტაბლეტს ორივე ცერით მარცხნივ და მარჯვნივ სატეხ ღარზე. ამგვარად მოახერხებთ ტაბლეტის სასურველ ნაწილებად გაყოფას.
პაციენტები ღვიძლის შეზღუდული ფუნქციით
იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის შეზღუდვა საჭიროა სიფრთხილე მკურნალობისას, რადგანაც შესაძლებელია მოხდეს სისხლში თორასემიდის კონცენტრაციის აწევა.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის არსებობს განსაკუთრებული დოზირება.
გამოყენების სახე
ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად ან კვების დროს.

უკუჩვენება
თუ ადგილი აქვს ზემოთ მითითებული გვერდითი მოვლებების გამოვლენას შეძლებისდაგვარად დროულად მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობის სირთულეს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ღონისძიების შესახებ.
თუ გვერდითი მოვლენა თავს იჩენს მოულოდნელად ან ძლიერად აცნობეთ ამის შესახებ დაუყონებლივ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა არსებული მდგომარეობა სახიფაო აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
ტორაგამა 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეიძლება განმეორებით, თუ პირველი მიღებისთანავე გამოვლინდება გვერდითი რეაქციები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არტეზან ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ტორასემიდი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი