ტურბომიკრონ-G ტაბლეტი 450მგ+50მგ #60

ტურბომიკრონ-G ტაბლეტი 450მგ+50მგ #60

ესპანეთი

კერნ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - diosmin, hesperidin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები → ბიოფლავონოიდები
ტურბომიკრონ G ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) არის რეზისტენტობას.

ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის.

ასევე – მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების სამკურნალოდ.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რჩევის შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამონმეთ ექიმთან.
ვენური უკმარისობის დროს რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.
მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
6 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, შემდეგ - 4 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები გადაჭარბების შესახებ. დიოსმინის დოზის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
აუცილებელია პრეპარატის მიღება ყოველ დღე, დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.სიფრთხილის ზომები
ტურბომიკრონ G-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება პედიატრიაში
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტო.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ტურბომიკრონ G-ს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე სხვა პრეპარატის თვითნებური მიღება.
ტურბომიკრონ G-ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს მონაცემები საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კერნ ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
დიოსმინი+ჰესპერიდინი
დოზა
450მგ+50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი