დექსამეტაზონი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #25
დექსამეტაზონი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #25

დექსამეტაზონი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #25

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი.


ჩვენება: ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით (პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დაავადებების დროს -
ჰიპერპლაზია); სხვადასხვა დაავადებების დროს: მაგ., თავის ტვინის შეშუპება, აუტოიმუნური, რევმატოიდული, კანის და სასუნთქი გზების დაავადებები, მძიმე ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებთან ერთად, ენდოკრინული დაავადებები, და ზოგიერთი ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ (ისევე როგორც ანთება, ტკივილი, ალერგიები, იმუნური სისტემა და
ღებინების საწინააღმდეგო ეფექტები), და თვალის ანთებითი რეაქციები. პაციენტებში ანთებითი რევმატოიდული
დაავადებებით (განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი), დექსამეტაზონი კრკა გამოიყენება სიმპტომური მკურნალობის სახით, ძირითადი სამკურნალო საშუალების ეფექტის გამოვლენამდე ან როდესაც ის არ არის საკმარისი.

უკუჩვენება: ალერგია; მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექცია, რომლის მკურნალობა შესაბამისად ვერ ხერხდება; თუ კორტიკოსტეროიდების ჭარბი გამოყენება არის კუშინგის სინდრომის მიზეზი; თუ პაციენტს ცოტა ხნის
წინ ჩაუტარდა ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით; ლაქტაცია; სისხლის შედედების მნიშვნელოვანი შემცირება - არ გამოიყენება
ინტრამუსკულარულად.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დოზირება და გამოყენების წესი: მოზრდილები და ხანდაზმულები: აღნიშნული პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად,
კუნთში, სახსარში, სახსართან ახლოს და სხვა ქსოვილებში.
რეკომენდებული საშუალო საწყისი დოზა ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის შეადგენს 0,5-9მგ
(საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო მაღალი დოზებით).
სახსარში რეკომენდებული დოზა არის - 0,4-4 მგ (დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე).
კანის დაავადებების სამკურნალო დექსამეტაზონის დოზა სახსრების სამკურნალო დოზის იდენტურია.
ქსოვილებში, სახსრების ირგვლივ დექსამეტაზონის რეკომენდებული საინექციო დოზა შეადგენს 2-6 მგ. აღნიშნული
პრეპარატი ინიშნება დაავადების, მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, ტოლერანტობის და ეფექტურობის
მიხედვით, შესაბამისად ზუსტ დოზას, სიხშირეს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ ინახება 25C მაღალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
დექსამეტაზონი
დოზა
4მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
25
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი