/images/logo_ka.svg
ალერდექსი წვეთები თვალის 0.1% 10მლ #1

ალერდექსი წვეთები თვალის 0.1% 10მლ #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის

პროდუქტის შესახებ

ალერდექსი წვეთები თვალის 0.1% 10მლ

შემადგენლობა:

​პრეპარატის 1 მგ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: დექსამეტაზონი 1 მგ.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდრატის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილემეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები:

ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა:

  • წინა უვეიტი
  • თვალის ფერადი გარსის ანთება
  • თვალის წამწამის სხეულის ანთება
  • ალერგიული კონიუქტივიტი
  • გაზაფხულის კონიუქტივიტი
  • სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის დაზიანებით
  • ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი
  • არასპეციფიური ზედაპირული კერატიტი

აგრეთვე, ნაჩვენებია რქოვანას ტრავმების სამკურნალოდ, რომლებიც მიღებულია ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობისას ან თვალში უცხო სხეულის მოხვედრით მიღებული ტრავმების სამკურნალოდ.
ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გამოყენებისთვის, ანთებითი რეაქციების შესამცირებლად და ტრანსპლანტანტის რეაქციის დასათრგუნად.


დოზირების რეჟიმი:

დიდები, მოზარდები და ბავშვები
წვეთების ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე.
მწვავე ანთებების დროს ჩაიწვეთება 1 ან 2 წვეთი ყოველ 30-60 წუთში გამოჯანმრთელებამდე.
თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა განიხილებოდეს სუბკონიუქტივალური და სისტემური სტეროიდული თერაპიის გავლის შესაძლებლობა.
გამოჯანმრთელების ნიშნების გამოვლენისას, დოზა უნდა შემცირდეს 1 წვეთამდე ყოველ 4 საათში.


უკუჩვენებები:

  • ჩუტყვავილას ვაქცინა, ჩუტყვავილა ან რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ინფექციური დაავადებები (გარდა სარტყლისებრი ჰერპესისა თვალის დაზიანებით)
  • მარტივი ჰერპესული კერატიტი
  • თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაზიანებები
  • თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
  • არანამკურნალები მწვავე, ბაქტერიული ინფექციები
  • მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.


ორსულობა და ლაქტაცია:

ალერდექსის გამოყენება 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე:

პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ცრემლდენის შესაძლებლობის გამო, არ უნდა გამოიყენოთ ის უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ.


შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, თვალის წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C  სინათლისგან დაუცულ ადგილას (ორიგინალურ შეფუთვაში).
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
დექსამეტაზონი
დოზა
0.1%
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ალერდექსი წვეთები თვალის 0.1% 10მლ #1