პაიდოკორტი ხსნარი ორალური 3მგ/1მლ 125მლ ფლაკონი #1
პაიდოკორტი ხსნარი ორალური 3მგ/1მლ 125მლ ფლაკონი #1

პაიდოკორტი ხსნარი ორალური 3მგ/1მლ 125მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

ლაბ. ალდო-უნიონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Prednisolonum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები

რა არის პაიდოკორტი და რისთვის გამოიყენება
პაიდოკორტი მიეკუთვნება სისტემური კორტიკოსტეროიდების ჰორმონალური პრეპარატების ჯგუფს. იგი შეიცავს სინთეზურ კორტიკოიდს, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი, ანთების საწინააღმდეგო (ამცირებს ანთების პროცესს) და იმუნოსუპრესიული (ამცირებს იმუნურ რეაქციას) მოქმედებით.
პრედნიზოლონი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ბრონქული ასთმა
- ალერგიული (ალერგოპათიები) და ანთებითი დარღვევები.
- რევმატოიდული ართრიტი და კოლაგენის სხვა დარღვევები (კოლაგენოპათიები).
- დერმატიტი და დერმატოზი (კანქვეშა და ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, პემფიგუსი და ა.შ.).

როგორ მივიღოთ პაიდოკორტი
მედიკამენტის მიღებისას ზედმიწევნით მისდიეთ თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის მიერ დანიშნულ ინსტრუქციას. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის განმეორებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამეტის მიღების დოზა დამოკიდებულია როგორც ავადმყოფობის მიმდინარეობასა და სირთულეზე, ასევე ავადმყოფის ინდივიდუალურ პასუხზე. ძირითადად, რეკომედირებულია დღეში თითო კილოგრამ სხეულის მასაზე 1 მგ პრედნიზოლონი (შეესაბამება 0,35 მლ ხსნარს). აღნიშნული დოზა მიიღება 2-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ.
ქვემოთ მითითებულია სხვადასხვა, რეკომენდებული ინსტრუქცია, მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზების მიღების შესახებ:
მწვავე ბრონქული ასთმა
40-50 მგ/დღეში (შეესაბამება 13,4-16,7 მლ/დღეში) მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.

ალერგიული და ანთებითი დარღვევები:
მკურნალობა იწყება 10-20 მგ/დღეში პრედნიზოლინის (შეესაბამება 3,5-6,7 მლ/დღეში) დღიური დოზით, სასურველია დილით საუზმის შემდეგ. აღნიშნული დოზა შესაძლებელია შემცირდეს რამოდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირის, ან თვის მანძილზე.
შემანარჩუნებელი დოზაა 2,5-15 მგ/დღეში (შეესაბამება 0,84-5,00 მლ/დღეში).
თქვენს ექიმს შეუძლია გირჩიოთ უფრო დიდი დოზა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.
რევმატოიდური ართრიტი 7,5-10 მგ/დღეში, ანუ 2,5-3,4 მლ/დღეში
ბავშვებში
მწვავე ბრონქული ასთმა
ბავშვები 1 თვიდან 11 წლამდე
1-2 მგ/კგ/დღეში (შეესაბამება 0,35-0,67 მლ/კგ/დღეში), მაქსიმუმ 40მგ/დღეში (შეესაბამება 13,4 მლ/დღეში) 3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს.
მოზარდები 12-დან 17 წლამდე: მიიღება იგივე დოზით, როგორც ზრდასრულებში
ალერგიული და ანთებითი დარღვევები:
ბავშვები ერთი თვიდან:
რეკომენდებული დოზაა 0,1-2 მგ/კგ/დღეში (რაც შეესაბამება 0,035-0,67 მლ/კგ/დღეში) დაყოფილი დოზებით 1-დან 4-მდე დღეში.
მიღების ფორმა პერორალური

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იგი არ აღენიშნება ყველა მომხმარებელს.
კლასიფიკაციისათვის გამოყენებულ იქნა შემდეგი სიხშირის განსაზღვრებები: ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 10-მდე ადამიანს), არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 100-მდე ადამიანს), იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 1.000-მდე ადამიანს), ერთეულები (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 10.000-მდე ადამიანს), დაუდასტურებელი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია)
ენდოკრუნული დარღვევები:
ხშირი: ცხიმის პათოლოგიური განაწილება (მაგ., სიმსუქნე მუცელში, სახის დასიება, ცხიმის შექცევადი დაგროვება ეპიდურალურ არხში ან გულმკერდში), სისხლში შაქრის მომატება.
არახშირი: წონის მომატება, დიაბეტი, სისხლში ცხიმის ცვლა (მაგალითად, ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმის ზრდა.
იშვიათი: იმპოტენცია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ჰორმონების წარმოების პრობლემები, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ცილების მეტაბოლიზმის მომატება (თან ახლავს სისხლში შარდოვანას დონის მომატება).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ალდო-უნიონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
პრედნიზოლონი
დოზა
3მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
125მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი