ფიტოსტიმოლინ პროქტო გელი რექტალური 35გრ ტუბი+აპლიკატორი #1
ფიტოსტიმოლინ პროქტო გელი რექტალური 35გრ ტუბი+აპლიკატორი #1

ფიტოსტიმოლინ პროქტო გელი რექტალური 35გრ ტუბი+აპლიკატორი #1

იტალია

ფარმაცეუტიცი დამორი
პროდუქტის შესახებ
ფიტოსტიმოლინ პროქტოგელი
სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც შეიცავს Rigenase-ს (ხორბლის ექსტრაქტი)
ადგილობრივი გამოყენება

შემადგენლობა: Rigenase (ხორბლის ექსტრაქტი), გლიცერინი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ფენოქსიეთანოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, Mucosave CG ( Opuntia ficus indica-ს ექსტრაქტი და ევროპული ზეთისხილის Oleaeuropaea-ს ფოთლების ექსტრაქტი, მალტოდექსტრინი), გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: ფიტოსტიმოლინ პროქტოგელი არის სამედიცინო მოწყობილობა-გელი, ალუმინის ტუბში აპლიკატორით მრავალჯერადი გამოყენებისთვის. განკუთვნილია ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად კომპლექსური თერაპიის დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
თვისება: სპეციალური ფორმულის მეშვეობით (Rigenase-გაღვივებული ხორბლის ექსტრაქტი), ფიტოსტიმოლინ პროქტოგელი ქმნის დამცავ ბარიერს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. ახდენს მყისიერ დამამშვიდებელ მოქმედებას ისეთი სიმპტომებისას როგორიცაა ქავილი და წვა, ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიზაციას. ამასთანავე, Rigenaza-ს სპეციფიური ექსტრაქტი არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას.

გამოყენების წესი: პირველი გამოყენების წინ, წინასწარ უნდა მოატრიალონ და მოხსენან ტუბს სახურავი. შემდეგ უნდა მიამაგრონ ენდორექტალური გამოყენების აპლიკატორი და მოხსნან სახურავი. დაზიანებულ ადგილას საჭირო რაოდენობის გელის გამოსადევნად უნდა დააჭირონ ალუმინის ტუბს. საჭიროა გაიმეორონ პროცედურა ყოველი გამოყენებისას.
საშუალება გამოიყენება დეფეკაციის შემდეგ. ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი (წვერი) კარგად გარეცხეთ და სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
გამოიყენება 1-3 -ჯერ დღეში

შესაძლო გვერდით მოვლენები: გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები: ადგილობრივი გამოყენების საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვოს მგრძნობელობის მატება. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს გამოყენება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ურთიერთქმედება: სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება ან შეუთავსებლობა არ გამოვლენილა.
გაფრთხილება: გამოყენებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ გამოყენების ინსტრუქცია. არ უნდა გადაყლაპონ და უნდა მოარიდონ თვალში მოხვედრას.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ და სათანადოდ შენახულ საშუალებას. არ გამოიყენება, თუ შეფუთვა დაზიანებულია. ყოველი გამოყენების წინ კარგად უნდა მოიბანონ დაზიანებული ადგილი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.

შეფუთვა: 35მგ-ანი ტუბი და მრავალჯერადი გამოყენების აპლიკატორი. არ უნდა მოხდეს გამოყენებული კონტეინერის გადაგდება, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება.

მწარმოებელი: ფარმაცეუტიცი დამორ ს.პ.ა. (Farmaceutici Damor, S.p.A.), იტალია.
damor@farmadamor.it
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაცეუტიცი დამორი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ხორბლის წყლიანი ექსტრაქტი
ფორმა
გელი რექტალური
შეფუთვა
ტუბი+აპლიკატორი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
35გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი