საერთაშორისო დასახელება - undecylenic acid, zinc undecylenate კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები შემადგენლობა: თითო ტუბი (30 გ მალამო) შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს: უნდეცილენის მჟავას - 1,500 გ; თუთიის უნდეცილენატს – 6,000 გ; დამხმარე ნივთიერებები: სტეარინის მჟავა; ფუტკრის თეთრი ცვილი; პარაფინი მყარი (დნობის წერტილი 64-68რჩ); პარაფინი მყარი; პარაფინი თხევადი; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; მაკროგოლის ოლეატი; დისტილირებული მონოგლიცერიდები; რბილი თეთრი პარაფინი; გასუფთავებული წყალი.
აღწერა მალამო თითქმის თეთრიდან ღია-მოყვითალო შეფერილობის თეთრ ფერამდე, დამახასიათებელი სუნით და ცხიმის მცირე მარცვლებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა უნდეცილენის მჟავა და მისი მარილები ახდენს გამოხატულ ფუნგისტატურ მოქმედებას თრიცჰოპჰყტონ, Eპიდერმოპჰყტონ, Mიცროსპორუმ ოჯახის დერმატოფიტების მიმართ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თუთია ახდენს შემკვრელ მოქმედებას, აქედან გამომდინარე ამცირებს კანის საფარის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენას და ხელს უწყობს სწრაფად შეხორცებას.
გამოყენების ჩვენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით (დერმატოფიტებით) გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ განსაზღვრული მკაცრი ჩვენების არსებობისას, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა უნდეცილენის მჟავისა და მისი წარმოებულების, პარაბენების, პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ბავშვთა ასაკი (2 წლამდე).
გამოყენების წესი და დოზები გარეგანი გამოყენებისათვის. მალამო წაისვით დაზიანებული კანის სუფთა, მშრალ ზედაპირზე 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას. დაავადების კლინიკური გამოვლენის გაქრობის შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მალამოს წასმა ერთხელ დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობში და შემდეგ დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში, მკურნალობის კურსის შემცირება ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.
გვერდითი მოქმედება შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კანის გაწითლების, ქავილის, შეშუპების, წვის შეგრძნების, კანზე გამონაყარის სახით. მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და ამის შესახებ აცნობეთ ექიმს. დოზის გადაჭარბება დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. შემთხვევით პრეპარატის პერორალურად მიღებისას შესაძლებელია გულისრევა და ღებინება. აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და ექიმთან კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან მონაცემები პრეპარატ მიკოსეპტინის® სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მიღებული არ არის. გარეგანი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების შესაძლებლობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
განსაკუთრებული მითითება არ შეიძლება პრეპარატ მიკოსეპტინის® წასმა ღია ჭრილობის ზედაპირზე, კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე, პერიორბიტალურ ზონაში, მოერიდეთ მალამოს თვალში მოხვედრას.
გამოშვების ფორმა მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. 30 გ მალამო ალუმინის ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ვარგისობის ვადა 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!