/images/logo_ka.svg
სტრეპტოციდის მალამო 10% 25გრ ტუბი #1
სტრეპტოციდის მალამო 10% 25გრ ტუბი #1

სტრეპტოციდის მალამო 10% 25გრ ტუბი #1

ბელარუსი

ბორისოვო

პროდუქტის შესახებ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სტრეპტოციდი;
მალამოს 1 გრ შეიცავს 0,1 გრ სულფანილამიდს (სტრეპტოციდს);
დამხმარე ნივთიერება: ვაზელინი.

აქტიური ნივთიერება: სტრეპტოციდი;მალამოს 1 გრ შეიცავს 0,1 გრ სულფანილამიდს (სტრეპტოციდს);დამხმარე ნივთიერება: ვაზელინი.
სამკურნალო ფორმა. მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიმიკრობული სულფანილამიდური საშუალება. პრეპარატი ანტიმიკრობულ ზემოქმედებას ავლენს სტრეპტოკოკებსა და სხვა მიკროორგანიზმებზე.

ჩვენებები. სტრეპტოციდის მალამო გამოიყენება წყლულების, დამწვრობების, ნახეთქების, ჭრილობების, პიოდერმიისა და სხვა პათოლოგიური პროცესების მკურნალობაში, რომელთაც თან ახლავს მიკროორგანიზმების არსებობა ან გამოწვეულია უკანასკნელთა მიერ.

უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია სულფანილამიდური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის უკმარისობის, მწვავე პორფირიის, ბაზედოვის დაავადების დროს, ასევე ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებანი.
კანზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. სტრეპტოციდის მალამოს გამოყენების დროს არასასურველია ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორებიცაა დიგიტოქსინი, იზადრინი, ქლორწყალბადმჟავა, კოფეინი, მეზატონი, ფენობარბიტალი, ადრენალინ ჰიდროქლორიდი.

გამოყენების მეთოდები და დოზები. სტრეპტოციდის მალამო იდება თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე, მათ შორის დოლბანდის სახვევის ქვეშ. გამოყენების ჯერადობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მიღწეულ თერაპიულ ეფექტზე და ექიმის მიერ დგინდება.
სტრეპტოციდის მალამოთი ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები. სულფანილამიდური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარება პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნას საჭიროებს.

ვარგისიანობა:მალამო არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, გრილ (8 - 15რC) სინათლისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
სულფანილამიდი
დოზა
10%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat