/images/logo_ka.svg
თიოქტაციდი HR ტაბლეტი 600მგ #100

თიოქტაციდი HR ტაბლეტი 600მგ #100

ირლანდია

როტაფარმი

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 600 მგ ალფა-ლიპოის მჟავა. დამხმარე ნივთიერებები: მცირედ შერეული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცეულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსი პროპილმეთილცელულოზა), მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171, ქინოლინის ყვითელი ალუმინის ჰიდროქსიდის ლაქი E104, ინდიგოკარმინის (ინდიგოტინი) ალუმინის ჰიდროქსიდის ლაქი E132.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალება, რომელიც მოქმედებს საჭმლის მომნელებელ და მეტაბოლურ პროცესებზე. თიოქტის მჟავა.

ჩვენებები: პერიფერიული (სენსორულ-მოტორული) დიაბეტური პილინეიროპათიის სიმპტომების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში მიიღება ტიოქტაციდი 600HR-ს 1 შემოგარსული ტაბლეტი (ექვივალენტური 600 მგ ალფალიპოის მჟავისა) ერთხელ დღეში, ერთჯერადი დოზის სახით, საუზმემდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. პრეპარატი მიიღება უზმოზე, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღებამ ჭამის დროს შეიძლება დააქვეითოს ალფა-ლიპოის მჟავის შეწოვა. ამიტომ რეკომენდებულია დღის მთელი დოზის მიღება საუზმის წინ 30 წუთით ადრე, განსაკუთრებით პაციენტებში შენელებული საჭმლის მონელების ნიშნებით. მკურნალობის ხანგრძლივობა: რადგან დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, ამის გამო ტიოქტაციდი 600HR მიიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად ადგენს მკურნალობის ხანგრძლივობას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა თიოქტის მჟავასა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ყურადღება: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.



აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
როტაფარმი
ქვეყანა
ირლანდია
ჯენერიკი
ალფა ლიპოის მჟავა /თიოკტის მჟავა/
დოზა
600მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat