გლიკლამინი-მ ტაბლეტი #30

გლიკლამინი-მ ტაბლეტი #30

ინდოეთი

ბიომატრიქსი ჰელთქეა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: გლიკლაზიდს BP-80მგ-ს; მეტფრმინის ჰიდროქლორიდს BP-500მგ-ს; დამხმარე ნივთიერებები: Q. S.

ჩვენებები: ინსულინიდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; მოზრდილებში დიაბეტის სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე.

უკუჩვენებები: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, რომელიც გართულებულია მძიმე კეტოზით და აციდოზით, დიაბეტური პრეკომა და კომა, პაციენტები ქირურგიული ჩარევის, მძიმე ტრავმის ან ინფექციების შემდეგ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადება, ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. გულის შეგუბებითი უკმარისობა, რომელიც საჭიროებს ფარმაკოლოგიურ მკურნალობას. პაციენტებში, რომლებიც გადიან რადიოლოგიურ გამოკვლევას იოდის შემცველი კონტრასტული მასალების ინტრავასკულარული გამოყენებით, რადგან ამ პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა.გამოყენება ხანდაზმულებში: ცნობილია, რომ მეტფორინი თირკმელებით გამოიყოფა, რის გამოც თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში მაღალია სერიოზული უარყოფითი რეაქციების განვითარების რისკი. შესაბამისად, გლიკლაზიდი და მეტფორმინი გამოიყენება მხოლოდ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულებში გლიკლაზიდის და მეტფორმინის კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად მოსალოდნელია თირკმელების ფუნქციის შემცირება. საჭიროა დოზის განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: არ არის რეკომენდებული გლიკლაზიდის და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. მრავალი ექსპერტის აზრით ინსულინის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

დოზირება და გამოყენების წესი: 1-2 ტაბლეტი ერთხელ ან 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 ტაბლეტი.

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება შეამცირონ დიურეზულმა საშუალებებმა, ბარბიტურატებმა, ფენიტოინმა, რიფამპიცინმა, კორტიკოსტეროიდებმა, ესტროგენებმა, ესტროპროგესტოგენმა და მარტივმა პროგესტოგენებმა. პრეპარატის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება გაიზარდოს სალიცილატების, ფენილბუტაზონის, სულფონამიდების, ბეტა-ბლოკატორების, კლოფიბრინის მჟავას, K ვიტამინის ანტაგონისტების, ალოპურინოლის, თეოფილინის, კოფეინის, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (კაპტოპრილი, ენალაპრილი), სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინი, აკარბოზა), ფლუკონაზოლის, ჰისტამინის (H) რეცეპტორების ანტაგონისტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ზემოქმედებით. ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს გლიკლაზიდის ერთდროული გამოყენება მიკონაზოლთან, პერჰექსილინთან ან ციმეტიდინითან. ჰიპერგლიკემიის თავიდან ასაცილებლად გლიკლაზიდი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერგლიკემიურ საშუალებებთან ერთად. აკარბოზამ და გუარის გუმფისმა შეიძლება შეამცირონ მეტფორმინის ბიოშეღწევადობა.

დოზის გადაჭარბება: სულფონილშარდოვანას წარმოებულების, მათ შორის, გლიკლაზიდის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ცნობიერების დაკარგვის ან ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე მიმდინარე მსუბუქი ხარისხის ჰიპოგლიკემიის დროს საჭიროა გლუკოზის შიგნით მისაღები დოზის მიღება და სამკურნალო საშუალების ან-და კვების სქემის კორექცია. მძიმე ჰიპოგლუკემიის დროს კომით, კრუნჩხვებით ან სხვა ნევროლოგიური დარღვევებით საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შესაძლო ჰოსპიტალიზაციით. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და ჰიპოგლიკემიის კორექცია ჰიპერტონული გლუკოზის (10 ან 30%) ინტრავენური გამოყენებით და პაციენტის სისხლში გლუკოზის დონის კონტროლით. ჭარბი დოზირებისას მეტფორმინის კუმულაციამ შეიძლება ლაქტოაციდოზი გამოიწვიოს. ექიმის მიერ მკაცრი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მდგომარეობის სრულ ნორმალიზებამდე.

შეფუთვა: ბლისტერის შეფუთვა.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები: 36 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიომატრიქსი ჰელთქეა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
გლიკლაზიდი+მეტფორმინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი