ბლეფაროგელი ფორტე გელი 15მლ ფლაკონი #1
ბლეფაროგელი ფორტე გელი 15მლ ფლაკონი #1

ბლეფაროგელი ფორტე გელი 15მლ ფლაკონი #1

რუსეთის ფედერაცია

ჰელტეკ მედიკა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ბლეფაროგელი ფორტე გელი 15 მლ ფლაკონი #1

შემადგენლობა
გასუფთავებული წყალი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, სულფოკონცენტროლი, ჰიალურონის მჟავა, ალოე ვერას წვენი, პოლივინილპიროლიდონი, მეტრონიდაზოლი, ნეიტრალიზებული კარბომერი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.
აღწერა
ბლეფაროგელ ფორტე ქუთუთოების მოვლის კოსმეტიკური პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის: მეტრონიდაზოლი - ეფექტური ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (პარაზიტების საწინააღმდეგო) აგენტი, გოგირდის ნაერთი, რომლებიც ასუფთავებს ქუთუთოების კიდეებზე ჯირკვლების გამომყოფ სადინრებს და არეგულირებს მათ სეკრეციას. ბლეფაროგელ ფორტეს გამოყენებით ქუთუთოების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს ქუთუთოების მიდამოში.
მეტრონიდაზოლს აქვს ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული (ანტიპარაზიტული) ეფექტი.
ჰიალურონის მჟავა არეგულირებს უჯრედებში წყლის შემცველობას, გავლენას ახდენს უჯრედების მიგრაციისა და დიფერენციაციის პროცესებზე. ჰიალურონის მჟავას მოქმედებით, ქუთუთოების ცხიმოვანი, მეიბომის ჯირკვლების სადინარები სუფთავდება საცობებისგან და წესრიგდება სეკრეტის გამოყოფა. კანი ტენიანდება და მკვრივდება.
ალოე ვერას ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ქუთუთოების კანში, ხსნის შეშუპებას და გაღიზიანების სხვა სიმპტომებს.
გოგირდის ნაერთებს (სულფოკონცენტროლი) აქვს ანტისეპტიკური და აკარიციდური მოქმედება. გოგირდი ხელს უწყობს ქუთუთოების კიდეებზე არსებული ჯირკვლების გამომყოფი სადინარების გაწმენდას და ახდენს მათი სეკრეციის ნორმალიზებას.
დემოდეკოზით დაავადებულ ადამიანებში, ბლეფაროგელ ფორტეს რეგულარული გამოყენებით, ნადგურდება დემოდექსის ტკიპები წამწამების ძირებში, მცირდება ჯიბლიბოს რეციდივების რაოდენობა.
რეკომენდებულია
ქუთუთოების მიდამოს დემოდეკოზის, დერმატიტის და სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტების დროს.
გამოყენების წესი
გელის 1-2 წვეთი დაიწვეთეთ თითის ბალიშზე და შეიზილეთ ქუთუთოებზე, წამწამების ძირებში, ნაზი წრიული მოძრაობებით 1-2 წუთის განმავლობაში. ქრონიკული ბლეფარიტის დროს, რეკომენდებულია გელის გამოყენება დღეში 2-ჯერ – დილით და საღამოს დაბანის შემდეგ, ბლეფარიტის ნიშნების გაქრობამდე. ბლეფარიტის და ჯიბლიბოს პროფილაქტიკისათვის, გამოიყენეთ ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, ძილის წინ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის და შემადგენლობის სხვა კომპონენტების მიმართ. ძუძუთი კვებისა და ორსულობის დროს არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფზე მეტრონიდაზოლის გავლენის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური აუტანლობა ბლეფაროგელ ფორტეს კომპონენტების მიმართ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციის სახით (ქუთუთოების სიწითლე, ქავილი და ა.შ.).
გამოშვების ფორმა:15 მლ ფლაკონი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰელტეკ მედიკა
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ჰიალურონის მჟავა+ალოე ვერა+სულფეკონცენტროლი+მეტრონიდაზოლი
ფორმა
გელი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი