ჰიგია შამპუნი ტილების საწ. შამპუნი 1% 120მლ ფლაკონი #1
ჰიგია შამპუნი ტილების საწ. შამპუნი 1% 120მლ ფლაკონი #1

ჰიგია შამპუნი ტილების საწ. შამპუნი 1% 120მლ ფლაკონი #1

ბულგარეთი

მედიკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - permethrin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → პედიკულოზის სამკურნალო საშუალებები

პერმეტრინი არის ინსექტიციდური მოქმედების შამპუნი ტილებისა და წილების საწინააღმდეგოდ. რეკომენდირებულია მოზრდილთათვისა და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შამპუნის გამოყენების შემდეგ, თმა დაივარცხნეთ წვრილი სავარცხლით. განმეორებითი გამოყენება შესაძელებელია 7-10 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს თვეში ორჯერ. პერმეტრინი არის შამპუნის აქტიური ინგრედიენტი, რომელიც არ განიცდის შეწოვას საერთო ცირკულაციაში.
- პერმეტრინი მხოლოდ გარე გამოყენების პრეპარატია
- თავის ტილიანობის დამახასიათებელი სიმპტომია თავის კანის ქავილი და შავი ტილები საყელოსა ან ბალიშზე.
- თუ ოჯახიდან ერთ-ერთს აქვს ეს პრობლემა, მაშინ გამოკვლეული უნდა იყოს ოჯახის ყველა წევრი. გამოკვლევისთვის საჭიროა ტილების სავარცხელი და გამადიდებელი შუშა. პერმეტრინი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ტილისა და წილის მქონე პაციენტებმა. ოჯახის წევრებმა, რომელთაც არ ჰყავთ ტილები, თმა უნდა დაივარცხნონ ტილების სავარცხლით, რათა დარწმუნდნენ რომ არ ჰყავთ.

ტილების გადაცემა ძირითადად ხდება პირდაპირი კონტაქტით. იმისთვის რომ განმეორებითი გადადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გამავრცელებელი წყაროს პოვნა. თუ ოჯახის ყველა წევრს აღმოაჩნდა, თითეულმა უნდა იმკურნალოს ამ პროდუქტით. ტილი,ისევე როგორც სხვა მწერები, შეიძლება იყოს რეზისტენტული პროდუქტის მიმართ. არაადეკვატური ან პროფილაქტიკური მიზნით მკურნალობა შეიძლება გახდეს ტილის რეზისტენტულობის მიზეზი პერმეტრინის მიმართ. ეფექტის არ არსებობა შეიძლება იყოს მიზეზი არასწორი მკურნალობის, განმეორებითი გადადების ან ტილის რეზისტენტულობით პროდუქტის მიმართ. შესაბამისად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ დოზას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ტილები შესაძლებელია მკურნალობის შემდეგ მაშინვე არ გაქრეს, რაც არ ნიშნავს იმას რომ ტილი რეზისტენტულია, უბრალოდ მკურნალობის შემდეგ ცოტა დროა საჭირო ტილების გასანადგურებლად.
მარტივი ეტაპი ტილებისა და წილების გასანადგურებლად

1 ეტაპი: დაისველეთ თმა თბილი წყლით. თუ გირჩევნიათ თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თმის კონდინციონერი ან შამპუნი + კონდინციონერის შემცველი კომბინირებული პროდუქტი.დაბალი პH-ის შემცველი შამპუნებიც არ არის რეკომენდირებული. თმა პირსახოცით გაიმშრალეთ. თმა უნდა იყოს ნოტიო, მაგრამ არა სველი.

2 ეტაპი: გამოყენებამდე შამპუნი შეანჯღრიეთ. თმა გადაიყავით და დაიწყეთ თავის ერთი მხრიდან. პროდუქტი დაიტანეთ გადაყოფილი თმის გასწვრივ და ფრთხილად შეიზილეთ. ეს პროცესი დაამთავრეთ მთლიან თავზე შეზელვით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეზელილი იყოს თმის ძირებში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურისა და კისრის უკანა ნაწილს. ამასთან ერთად, დარწმუნდით რომ მთელ თმაზეა დატანილი. თუ ამ დროის განმავლობაში თმა გაშრა, ისევ დაისველეთ წყლით.

3 ეტაპი: მოიცადეთ 10-15 წუთი, სანამ პროდუქტი მოქმედებას დაიწყებს. თმა წყლით კარგად ჩამოიბანეთ და შემდეგ გაიშრეთ სუფთა პირსახოცით, ისე რომ თმა იყოს ნოტიო, მაგრამ არა ძალიან სველი.

4 ეტაპი: მოიცილეთ ტილები და წილები სპეციალური თმის სავარცხლით ჩამოვარცხნით. ამისთვის დაყავით თმა 4 ნაწილად და თითოეული ცალკე გაიმშრალეთ. თუ გრძელი თმა გაქვთ, პროცესს უდრო დიდი ხანი დაჭირდება. დაიწყეთ თავის ზემო ნაწილიდან . აიღეთ 4-5 სმ-ის ფართობის თმა ერთი ხელით, მოათავსეთ სავარცხელი სკალპთან(თავის კანთან) რაც შეიძლება ახლოს და დაივარცხნეთ უხეშად და თანაბარი მოძრაობებით სკალპიდან თმის მთელ სიგრძეზე.

ჩვენი რჩევაა:
- ტილებისა და წილების მოშორების შემდეგ, გამოიყენეთ თმის შესაკრავი, რათა შეასწოროთ დეზინფიცირებული თმის ყველა ნაწილი. სავარცხელი კარგად გაწმინდეთ და თმის ახალი ნაწილი ისე ჩამოივარცხნეთ. მოაშორეთ წილები სავარცხელს ხელსახოცით, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს ნეილონის პარკში, კარგად შეფუთეთ და შორს გადააგდეთ, რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი გამოვლინება.
- თმის ჩამოვარცხნის შემდეგ, მთელი თავი შეიმოწმეთ წილებზე და თუ საჭიროა, თავიდან ჩამოივარცხნეთ.
- თავი ყოველდღე შეიმოწმეთ, რათა დარწმუნდეთ რომ წილები აღარ გყავთ.
გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება ახლდეს თან შამპუნის გამოყენებას
ქავილი და კანზე გამონაყარი შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მედიკა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
პერმეთრინი
დოზა
1%
ფორმა
შამპუნი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
120მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი