მოდევიტი სიროფი 200მლ ფლაკონი #1

მოდევიტი სიროფი 200მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ნატურალ ფარმა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - მოდევიტი 200მლ სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას.

ჩვენებები:
v ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
v ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
v ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია
v მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
v ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია
v თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
v რევმატოლოგიური დაავადებები
v ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)
v ორსულთა დეპრესია
v ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი
v ტუბერკულოზი
v დიაბეტი
v იმუნიტეტის დაქვეითება
v რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი
დოზირება და მიღების წესი:
7 წლამდე: 5 მლ 1-ჯერ დღეში.
7 წ- ზე ზემოთ 10 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს,
გამოყენების წინ აუცილებელია ბოთლის შენჯღრევა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 რC ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურალ ფარმა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/+მინერალები+ვიტამინები
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი