მოლდი კაფსულა 100მგ #30

მოლდი კაფსულა 100მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - racecadotril
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
რაცეკადოტრილს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
1 შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
რაცეკადოტრილს _ 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საქარინი, ნატრიუმის საქარინი, ასპარტამი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, გარგლის არომატიზატორი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულა: ყვითელი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით;
ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტები ჭდით, გარგლის გემოთი.

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის ფაღარათის დროს რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად. რაცეკადოტრილი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 3 თვის ასაკიდან.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები:
მკურნალობას იწყებენ 100 მგ რაცეკადოტრილის მიღებით დღეში 3-ჯერ ფაღარათის გაქრობამდე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.
ბავშვები:
დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით. 3 თვის ასაკიდან ინიშნება 1.5 მგ/კგ 8 სთ-ში ერთხელ. მიღების წინ ტაბლეტი უნდა გაიხსნას 5-10 მლ წყალში. კუჭის ორი ნორმალური მოქმედების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თუ 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, თავბრუ, თავის ტკივილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 3 თვემდე ასაკი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე დიზენტერია, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს მოლდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ლაქტაციის დროს მოლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია მოლდის გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ. მოლდის კაფსულა შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ P- 450 ფერმენტულ სისტემაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
რაცეკადოტრილი
დოზა
100მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი