გამოიყენება თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობაში.
აქტიური ნივთიერება: 0.25 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მლ-ში. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა, მაღალ-გასუფთავებული წყალი.
თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობა.
მოზრდილები: რეკომენდირებული დოზაა 1-2 წვეთი თვალში, 4-ჯერ დღეში. არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკში. 6 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული დოზა ემთხვევა მოზრდილების დოზას - 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში. ალერჯონის გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში.
ალერჯონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას უნდა მოხდეს რბილი კონტაქტური ლინზების მოხსნა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას, თუ პაციენტს აქვს სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი მომატებული აქტივობით. პროდუქტი არ გამოიყენება თუ ხსნარი შემღვრეულია.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატის გამოყენებიდან ერთი საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.