ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი #1
ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი  #1

ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი #1

ტატქიმფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hydrocortisonum
შემადგენლობა
ჰიდროკორტიზონის, 0,5% თვალის მალამო, ყოველი გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ჰიდროკორტიზონის აცეტატს - 5 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებებს: მეთილპარაბენს - 2 მგ-ს;
თვალის სამედიცინო ვაზელინს 1000მგ-მდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი
გლუკოკორტიკოიდები. S01BA02.

გამოყენების ჩვენება
- თვალებისა და Qქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებები.
- თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის კონიუქტივის ანთებითი დაავადებები.
- ასეპტიკური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).
- მდგომარეობა ტრამვის ან თვალის კაკალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ (ოპერაციის ან ტრამვის შემდეგ არაუადრეს 7 დღისა).
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება
მალამოს მცირე რაოდენობა იდება ქვედა კონიუქტივალურ პარკში 2-3 ჯერ დღეში არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში თერაპიის ეფექტურობის კლინიკური შეფასების შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება იქნას გაგრძელებული. პოსტტრავმატული მდგომარეობების დროს პრეპარატს ნიშნავენ 1-2 ჯერ არაუადრეს 7 დღისა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ.

გვერდითი რეაქციები
ადგილობრივი რეაქციები: რქოვანას ეპითელის დეფექტების შეხორცების შეფერხება თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირების შესაძლებლობით (რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევის დროს გამოყენების შემთხვევაში); თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელება, განსაკუთრებით ვირუსულის; შესაძლებელია გლაუკომის განვითარება (3-6 კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოყენება, განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში), კატარაქტის განვითარება (მკურნალობის მრავალწლიანი განმეორებითი კურსების შემთხვევაში).
სისტემური რეაქციები: მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენების სიხშირის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი სისტემური რეაქციების განვითარება.
ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენებები
- ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური და სოკოვანი დაავადებები.
- პირველადი გლაუკომა.
- რქოვანას ეპითელის დეფექტები.
- ვაქცინაციის პერიოდი.
- 1 წლამდე საბავშვო ასაკი.

ორსულობა ან ძუძუთი კვება
გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. სიფრთხილით და ხანმოკლედ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტატქიმფარმი
ქვეყანა
ჯენერიკი
ჰიდროკორტიზონის აცეტატი
დოზა
0.5%
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
3გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი