შემადგენლობა: შავი ღვინის მჟავა, ბროწეულის ქერქის, მოცვის, ანწლის ექსტრაქტები, შაქარი.
ჩვენებები: სხვადასხვა გამომწვევით განპირობებული დიარეა (დიზენტერიის, სალმონელოზის, ეშერიხიოზის, როტავირუსული და სხვა ინფექციის დროს იხმარება ეტიოტროპულ მკურნალობასთან ერთად). დისბაქტერიოზი.
უკუჩვენებები: გამოვლენილი არ არის.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები-1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ, ბავშვები-0-დან 3 წლამდე- ნახევარი-ერთი ჩაის კოვზი 3-ჯერ, 3-დან 12 წ-მდე -1 დესერტის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.