არგილე-კარბონი კაფსულა 280მგ+20მგ+140მგ #45
არგილე-კარბონი კაფსულა 280მგ+20მგ+140მგ #45

არგილე-კარბონი კაფსულა 280მგ+20მგ+140მგ #45

საფრანგეთი

ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
პროდუქტის შესახებ
არგილე-კარბონი კაფსულა #45

შემადგენლობა 2 კაფსულისთვის: ნახშირი - 280მგ; საფუარი - 140მგ; თიხა - 20მგ; დამატებითი ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები.

არგილე-კარბონი წარმოადგენს ნაწლავების ადსორბენტს, ფაღარათის სამკურნალო და მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატს: ნახშირი-ლაბორატორია ვიტარმონილის ნახშირი მიღებულია ქოქოსის კანის მაღალტემპერატურული რეჟიმით ხარშვის შედეგად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ფორიანობასა და შესაბამისად „ადსორბციულ“ თვისებებს, ამიტომ იძლევა საშუალებას საგრძნობლად გაზარდოს ნახშირის დადებითი თვისებები ანუ მისი ,,შთანთქმის” უნარი.
თიხა-თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე, იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიებისა და ტოქსინების ადსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან განთავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას.
საფუარი-პრობიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას ასევე ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებას.

ჩვენება: არგილე-კარბონი გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ეპიგასტრიუმში დისკომფორტის დროს; მეტეორიზმის დროს; ინტოქსიკაციის დროს; ფაღარათის დროს (როგორც ნაწლავების ანთების და მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატი).

დოზირება: მიიღება 2 კაფსულა დღეში: 1 კაფსულა დილით, 1 კაფსულა საღამოს; პრეპარატის მიღება შეიძლება სამკურნალოდ 22 დღის განმავლობაში. არგილე კარბონის შემადგენელი კომპონენტების ადსორბციის უნარიდან გამომდინარე აუცილებელია 2 საათიანი შუალედის დაცვა სხვა საკვები დანამატებისა და მედიკამენტების მიღებამდე.

დამატებითი ინფორმაცია: საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ; არ უნდა მოხდეს რეკომედებული დოზის გადაჭარბება; არ გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში; არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: შეფუთვაშია სამ ფირფიტაზე განაწილებული 45 კაფსულა.

შენახვის წესი: ინახება გრილ (არაუმეტეს 10-25C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ნუტრისანტე ლაბორატოირეს (Nutrisante laboratoires), საფრანგეთი.

დისტრიბუტორი: სს „გეფა“.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ნახშირი მცენარეული+თიხა+საფუარის უჯრედები
დოზა
280მგ+20მგ+140მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
45
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი