ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14

ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ #14

შვედეთი

ასტრაზენეკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - esomeprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა:
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით);
თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).

გამოყენების ჩვენებები
• გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ):
o ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
o ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა, ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
o გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა.
• შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის და
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის;
o Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
• პაციენტები, ვინც ხანგრძლივად იღებს აასს-ს:
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება;
o აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა პაციენტებში, ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან გატეხვა. იმ პაციენტებისთვის, ვინც სირთულეს განიცდის ჩაყლაპვისას, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში დაშლამდე (არ შეიძლება სხვა სითხეების გამოყენება, ვინაიდან, მათ შეუძლიათ მიკროგრანულების ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევა). ატივნარებულ ნარევს იღებენ დაუყოვნებლივ ან 15 წუთის განმავლობაში განმავლობაში, შემდეგ თავიდან ავსებენ ჭიქას ნახევრამდე, ხსნიან ნალექს და სვამენ. მიკროგრანულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება არ შეიძლება.

პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეუძლია, ტაბლეტს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში და ატივნარებული ნარევი შეჰყავთ კუჭის ზონდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა შპრიცმა და ზონდმა საგულდაგულო ტესტირება გაიარონ. მითითებები პრეპარატის მომზადების და კუჭის ზონდის მეშვეობით შეყვანის თაობაზე ამავე კარში ქვემოთ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები
გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ დღე-ღამეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი მკურნალობის 4 კვირიანი კურსი იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი კურსის შემდეგ ეზოფაგიტის შეხორცება არ ხდება ან ნარჩუნდება სიმპტომები.
- ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ.
- გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობა: 20 მგ დღე-ღამეში ერთხელ პაციენტებისთვის დიაგნოზის გარეშე ეზოფაგიტის. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა პაციენტის დამატებითი შემოწმების ჩატარება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მათი შემდეგი პროფილაქტიკისთვის იღებენ 20 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.
მოზრდილებში სიმპტომების მოცილების შემდეგ შეიძლება გადასვლა პრეპარატის მიღების რეჟიმზე "აუცილებლობის მიხედვით", ანუ ესომეპრაზოლის 20 მგ-ის მიღებაზე დღე-ღამეში ერთხელ სიმპტომების განახლებისას. პაციენტებისთვის, ვინც იღებს აასს-ს და მიეკუთვნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, მკურნალობა რეჟიმში კაუცილებლობის მიხედვითლ რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები
კომბინაციაში შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული პეპტიკური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკისთვის,
20 მგ ესომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასტრაზენეკა
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
ესომეპრაზოლი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი