პესტო, გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების დროს.
საერთაშორისო დასახელება:
Hyoscini butylbromidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
M-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები
მოქმედება:
პესტო შეიცავს ჰიოსცინის ბუთილბრომიდს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სანაღვლე გზებისა და შარდგამომყოფი სისტემის გლუვ კუნთებზე.
ჩვენებები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპაზმი და ტკივილი (ნაწლავის კოლიკა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი), სანაღვლე გზების კოლიკა, შარდ-სასქესო სისტემის სპაზმი და ტკივილი (თირკმლის კოლიკა, მენსტრუალური ტკივილი, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი და დეტრუზორული ჰიპერრეფლექსია).
მიღების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ გახსენით ბლისტერის სამკუთხა ნაწილი, ამოიღეთ სუპოზიტორია და შეიყვანეთ რექტალურად.
ჭარბი დოზირება:
მოწამვლის მძიმე ნიშნები ჩვეულებრივ არ აღინიშნება. შარდის შეკავების, პირის სიმშრალის, ტაქიკარდიის, თავბრუსხვევის ან მხედველობის დროებითი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზა:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.