რეუკოლი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1
რეუკოლი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1

რეუკოლი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1

იტალია

ო.ფ.ი.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - lactobacillus reuteri
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lაცტობაცილლუს რეუტერი -ის
ბაქტერიას.
დამხმარე ნივთიერებები:
მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
Lაცტობაცილლუს რეუტერი ხსნის მუცლის ტკივილსა და
სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა,
რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემ-
ჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭნაწლავის
ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა
და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.
Lაცტობაცილლუს რეუტერი გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.
Lაცტობაცილლუს რეუტერი გრამ-დადებითი, ანაერობული,
არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა,
რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით
პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის
3 სუბსტანციას:
რეუტერინი _ ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი
კომპონენტი;თრგუნავს სხ/სხ გრამ + და გრამ - ბაქტერიების
ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი,
კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და
ა.შ.);
რეუტერიციკლინი _ ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული
მოქმედებით;
რეუტერიცინი _ ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა,
რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების
სიცოცხლისუნარიანობას.


ჩვენება:
უ ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
უ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
უ ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები:
სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ
(კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს
პირდაპირ ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ
მდგომარეობაში _ მაქსიმალური ტემპერატურა +37რჩ.
აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად !
მოზრდილები:
5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
წვეთების მიღების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა!
წვეთების მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან ერ-
თად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!
გვერდითი ეფექტები:
დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი
კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ
ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს
მაცივარში.
შენახვის ვადა:
24 თვე.
აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
O.F.I. S.p.A. Euronatural, იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ო.ფ.ი.
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი