დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: დიალაკის რეკომენდირებული მაქსიმალური დოზაა 4 კაფსულა დღეში. მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. არ გამოიყენება ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები: ზომიერი და გარდამავალი შეკრულობა და გულისრევა, ბოყინი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არსებობს სათანადო მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, შეკრულობის გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. სიმეთიკონი არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში კოლიკის სამკურნალოდ.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გვერდითი მოვლენების განვითარება. მკურნალობა სიმპტომურია.