შემადგენლობა: სიმეტიკონი 240 მგ კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) არ შეიცავს შაქარს.
ჩვენებები: ულგასიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებასთან დაკავშირებული ბოყინის, სისავსის შეგრძნების, შებერილობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის მზადებისას გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი: ულგასიმის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ჭამის წინ ან შემდეგ, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ: 1 ჭიქა წყალი). პროდუქტის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება. მოზრდილები: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში. სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა საღამოს გამოკვლევის წინა დღეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევის დღეს დილით 1 კაფსულა უზმოზე. ულგასიმის გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში.
გვერდითი ეფექტები: არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ ულგასიმი: თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე სიმეტიკონის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ არის ეჭვი ან დადასტურებულია კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია სიმეტიკონმა შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ბიოშეღწევადობა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ პრეპარატების მიღებებს შორის ერთსაათიანი შუალედი თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.
ინახება 15-25C ტემპერატურაზე;
მოარიდეთ ბავშვებს;
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.